18:24 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 20:33:08, 1448 ნახვა

პოლიტიკა
ბუნდესვერის ლოჯისტიკის სარდლობის ექსპერტები საქართველოს ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში ბუნდესვერის ლოჯისტიკის სარდლობის ექსპერტები საქართველოს ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკის სისტემის, ქონების განკარგვის, მონაცემთა ბაზის მართვისა და ლოჯისტიკური ცენტრების ამოცანები გააცნეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე პოლკოვნიკმა თომას ამესმა ქართულ მხარეს გერმანიის შეიარაღებულ ძალებში არსებული ლოჯისტიკური შესაძლებლობების შესახებ გამოცდილება გაუზიარა. ბუნდესვერის ლოჯისტიკის ექსპერტებმა თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის ბაზებზე ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრი დაათვალიერეს და მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. აღნიშნული შეხვედრა გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკასთან 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics