11:33 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 19:09:25, 2097 ნახვა

ეკონომიკა
2023 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 330 მილიონ ლარს აჭარბებს

2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში მნიშვნელოვნად იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება. პროექტის საბოლოო ვარიანტში, სამინისტროსთვის დამატებით გამოყოფილია 355 მილიონი ლარი და ჯამური ასიგნება 3 მილიარდ 330 მილიონ ლარს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს

უწყების ცნობით,200 მილიონი ლარი გათვალისწინებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ტურიზმს, რომლის პოტენციალის გასაზრდელად, აუცილებელია ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბება და არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.  სწორედ ამ მიზანს ემსახურება დამატებითი თანხების გამოყოფა;

100 მილიონი ლარი გათვალისწინებულია რეგიონებში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. მომდევნო წლებში ამ მიმართულებით ჯამში 1 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა;

25 მილიონი ლარი მიიმართება 2025 წელს დაგეგმილი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებაზე;

30 მილიონი ლარია დამატებით გათვალისწინებული განახლებული რეგიონების პროგრამის დაფინანსებაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics