10:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 12:51:42, 1461 ნახვა

სამართალი
ხაჭაპურიძე - რაც ჩაიდინეს, ცდილობენ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი

რაც ჩაიდინეს, ცდილობენ ახლა, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

როგორც ხაჭაპურიძემ მედიის წარმომადგენლებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ექსპრეზიდენტის პროცესის გადადების შემდეგ უთხრა, ის, რასაც იუსტიციის სამინისტრო აკეთებს, სირცხვილია.

"სირცხვილი იუსტიციის სამინისტროს, სირცხვილი მათ. ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი. მეტი რა შეფასება უნდა გავაკეთო. პატიმარი ვერ ჩართეს თურმე აგერ, 2 კმ-დან. წავალ ახლა და ტელეფონით ჩავრთავ, რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე. შიში რაღაც გაუგებარი, რაც ჩაიდინეს ამ პატიმრის მიმართ, ყველაფერს ცდილობენ ახლა, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი - სხვა არაფერი არ ჰქვია ამას", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" მას დასწრების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტის დისტანციურ რეჟიმში ჩართვა არ უზრუნველყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics