19:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 17:29:41, 994 ნახვა

პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი - თუ სააკაშვილს რამე დაემართება, ბევრი კარი დაიხურება

თუ მიშა სააკაშვილს რამე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საქართველოს ლიდერშიპმა ჰუმანურობა უნდა გამოიჩინოს.

„ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა, არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, ეს არაადამიანური და არაცივილურია. საქართველოს ლიდერშიპმა ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიშა სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს ევროპული გზა აღნიშნულ საკითხზე გადის, აუსტრევიჩუსი პასუხობს, რომ ეს ამას არ ნიშნავს.

„სულაც არა, მაგრამ ეს ექსტრა საკითხია და ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც უყურადღებოდ არ დავტოვებთ“, - თქვა აუსტრევიჩუსმა, რომლის კომენტარსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics