|
2022-12-13 15:08:21, 1024 ნახვა
საზოგადოება
თამარ არჩუაძე - 2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის მგზავრთნაკადის ზრდით ისტორიული წელი იქნება
ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. სიახლის შესახებ სასტუმრო პულმანში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ავიაციისა და ტურიზმის სექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ, ავიაკომპანია WIZZ AIR-ის მიმართულებების განვითარების ოფიცერმა ეველინ ჯაკელმა და ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა ჟაჟა ტრუბეკმა ისაუბრეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, 5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს შორის, აქამდე პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა არასდროს ყოფილა. მადრიდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის გახდება ყველაზე შორი ავიამიმართულება, სადაც რეგულარული ფრენები დაიწყება. ზედიზედ რამდენიმე წელია WIZZ AIR საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია 550 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისისთვის, ჯამურად WIZZ AIR ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)