09:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 12:41:20, 1069 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთი უკრაინისთვის 18 მლრდ ევროს დახმარებას ვეღარ დაბლოკავს - ევროკავშირის ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას განბლოკონ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „Европейская правда“ Politico-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უნგრეთი დათანხმდა მოხსნას თავისი ვეტო ფინანსური ჯარიმების შემცირების სანაცვლოდ.

უნგრეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმება ორშაბათს, 12 დეკემბერს შედგა.

შეთანხმების მიზანი მოკლევადიანი ფინანსური დახმარება, უკრაინის დაუყოვნებელი საჭიროებების დაფინანსება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ომის შემდგომი რეკონსტრუქცია იქნება.

Европейская правда-ს ცნობით, ამ ფორმატში ამ პაკეტზე შეთანხმების მიღწევა ბოლო დრომდე საეჭვო იყო, განსაკუთრებით უნგრეთის პოზიციის გამო.

ფორმალურად, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი წინააღმდეგი იყო ბლოკიდან სახსრები ერთობლივად გამოეყო. ამიტომ, ბრიუსელმა დაიწყო „გეგმის B“ მომზადება, რათა უკრაინას მაინც შეეძლო ამ თანხების მიღება უნგრეთის თანხმობის გარეშე - 26 წევრი ქვეყნის ინდივიდუალური გარანტიით. მათ ამის ევროკავშირში უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით უთანხმოების თავიდან აცილება სურდათ.

აღსანიშნავია, რომ ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ უნგრეთის 5.8 მილიარდ ევროს ოდენობის გეგმას პოსტპანდემიური აღდგენისთვის, თუმცა ეს მოხდება მას შემდეგ, რაც უნგრეთი შესაბამის პირობებს დააკმაყოფილებს.

ელჩები ასევე შეთანხმდნენ უნგრეთისთვის გამოყოფილი ევროკავშირის ბიუჯეტის 6,3 მილიარდი ევროს შეჩერებაზე. მანამდე, ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უნდა შეჩერებულიყო 7.5 მილიარდი ევროს დახმარება.

„უკრაინას შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ასევე ფინანსურად, რამდენიც დასჭირდება. კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია ევროკავშირის რეგულარულ ფინანსურ დახმარებაზე 2023 წლის განმავლობაში იმედი ჰქონდეს“,- განაცხადა ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა, ზბინეკ სტანჯურამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics