|
2022-12-13 11:33:21, 912 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ქალთა და ოჯახში ძალადობის თემების მედია გაშუქების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მონაწილე პირებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ - თამილა ბარკალაიამ, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსმა - სარა რუპერტმა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა მედიასაშუალების ოცამდე წარმომადგენელი ესწრებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა - გიორგი ოსაძემ, ასევე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა - მერი მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მედიასაშუალებების წარმომადგენლების გარდა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლებმა. ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ და მოწვეულ ექსპერტთან ერთად განეხილათ ისეთი საკითხები, როგორიცაა: ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე ძალადობის შემთხვევების ეთიკური გაშუქება, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომები, მედიის როლი გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლაში, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესი და სხვა. ასევე, მათ ინფორმაცია მიიღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობებისა და სიახლეების შესახებ. აღნიშნული შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიური ჩართულობით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით გაიმართა. INL საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალი წელია თანამშრომლობს ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, კიბერდანაშაულის და სხვა აქტუალური საკითხების მიმართულებებით.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)