|
2022-12-13 11:10:07, 885 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის განხილვას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის განხილვას დაესწრო. კონცეფცია ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას და საძოვრებით მდგრად სარგებლობას მეცხოველეობის დარგის განვითარებასთან ერთად განიხილავს. კონცეფციის საფუძველზე მოხდება საძოვრების კლასიფიკაცია და საძოვრების განკარგვის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა. „საქართველო იწყებს საძოვრების მართვის ეროვნულ რეფორმას მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. რეფორმა ეფუძნება ადგილობრივ საჭიროებებსა და გაზიარებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. ვფიქრობ, აღნიშნული კონცეფცია უმნიშვნელოვანესია მესაქონლეობით დაინტერესებული ფერმერებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. აღსანიშნავია, რომ საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნა ევროპის ქვეყნების (საფრანგეთი, შვეიცარია) მაღალმთიან რეგიონებში საძოვრების მართვის არსებული მიდგომები. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის წინამდებარე დოკუმენტი საფუძვლად დაედება შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას საძოვრების მართვის სფეროში. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია შემუშავდა პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)