17:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-11 14:53:18, 1451 ნახვა

მსოფლიო
კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერდა

კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის უფლებამოსილება შეუჩერეს. აღნიშნულ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ბერძენ ევროპარლამენტარს უფლებამოსილება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კატართან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეზე გამოძიების გამო შეუჩერდა. 

"ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა უფლებამოსილება, მოვალეობა და ამოცანები, რომლებიც დელეგირებული იყო ევა კაილისთვის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის რანგში“, - განაცხადა სპიკერმა.

როგორც "დოიჩე ველე" წერს, მანამდე ევროპელმა პოლიტიკოსებმა კაილის გადადგომისკენ მოუწოდეს მას შემდეგ, რაც ის ფულის გათეთრებისა და კორუფციის საქმეში ეჭვმიტანილად ცნეს.

ცნობისთვის, ბერძენი ევროპარლამენტარი ერთ-ერთია იმ 5 პირს შორის, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე ბელგიის პოლიციამ დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics