18:40 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-11 11:09:43, 1506 ნახვა

საზოგადოება
ილია ღუდუშაურმა ჩხობაძის კლინიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა ქუთაისში ოთარ ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საოპერაციო, წინასაოპერაციო, წინასაპროცედურო, საპროცედურო, პოსტოპერაციული პალატებისა და სხვა დამხმარე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს, რის შედეგადაც, რეგიონში ქირურგიული სერვისების მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ილია ღუდუშაურის განცხადებით,სამედიცინო დაწესებულება პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის საჭიროებებზე სრულად იქნება მორგებული.

გარდა ამისა, ქუთაისში მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის ახალი განყოფილება ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში გადაინაცვლებს. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ფარგლებში ლოკაციის ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics