|
2022-12-11 00:21:52, 2721 ნახვა
საზოგადოება
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს 15 კმ-იანი მონაკვეთი შეემატა
„დღეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს 15 კმ-იანი მონაკვეთი შეემატა. გაიხსნა სამტრედია -გრიგოლეთის მე-4 ლოტის 10 კმ-იანი და ასევე გრიგოლეთი-ქობულეთის 14 კმ-იანი გზიდან - 5 კილომეტრი. რომელზეც, გარკვეული სამუშაოები, ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე, კვლავ გასაგრძელებელია. ასევე, აქტიურად გრძელდება სამშენებლო სამუშაოები დარჩენილ 6 და 3 კმ-იან მონაკვეთებზე და მთლიანობაში აღნიშნული 14 კმ-იანი მონაკვეთის დასრულება 2023 წლისათვის იგეგმება,“- ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა. სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე, 10 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც აშენდა 10 კმ სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 2 პარალელური გზაგამტარი და 1 სატრანსპორტო კვანძი. გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება. სამუშაოები ევროპის საინვეტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლის ღირებულებამაც 113 მილიონი ლარი შეადინა. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები კი, მოიცავს 14.4 კმ-იანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას. სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა 14 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად 2023 წელს შევიდეს. ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 228 მილიონი ლარია. „სიმბოლურია დღევანდელი დღე, ვინაიდან დღეს საქართველოში მეგზევის პროფესიული დღე აღინიშნება. ყველა ამ დარგში მოღვაწე ადამიანს ვულოცავ პროფესიულ დღეს, ვუსურვებ წარმატებას და ბევრი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას საქართველოში,“- აღნიშნა გიორგი წერეთელმა. ახალ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს საგზაო უსაფრთხოების საერთაშორის სტანდარტის შესაბამისი 4 ზოლიანი გზით, რომელიც, გაანახევრებს 15 კმ-იანი მონაკვეთზე გადაადგილების დროს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)