|
2022-12-10 11:26:11, 1067 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დელეგაცია ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დელეგაცია, საზღვრის დაცვის უფროსის, გენერალ გუნტის პუატსის ხელმძღვანელობით ეწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე. “შეხვედრაზე ლატვიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მინისტრის მოადგილეს საქართველოში ახლად დანიშნული მიგრაციის მეკავშირე ოფიცერი - რაიტის ტილიკსი წარუდგინა. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ურთიერთობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. გიორგი ბუთხუზმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებით აფასებს ლატვიის რესპუბლიკასთან არსებულ ეფექტიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას. მან, ასევე, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საზღვრის დაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მაღალ დონეს და დელეგაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა აღნიშნულ სფეროში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. ვიზიტის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ შარაძემ და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა - გუნტის პუატსმა ხელი მოაწერეს პარტნიორობის ხელშეკრულებას - “ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციას შორის თანამშრომლობის შესახებ“. დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსაც ეწვივნენ, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფორმაცია მიიღეს პოლიციის შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საერთო ძალისხმევითა და ინტენსიური თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება ორი უწყების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)