|
2022-12-09 16:38:38, 1875 ნახვა
ომი უკრაინაში
Politico - უკრაინამ რუსეთის ორ საჰაერო ბაზას მოდიფიცირებული საბჭოთა დრონების გამოყენებით შეუტია
5 დეკემბერს უკრაინამ რუსეთის ორ საჰაერო ბაზას მოდიფიცირებული საბჭოთა Tu-141 Strizh დრონების გამოყენებით შეუტია. ამის შესახებ Politico წერს. გამოცემას ანონიმურ წყაროზე დაყრნობით წერს, რომ უკრაინამ დიაგილევისა და ენგელსის საავიაციო ბაზებზე თავდასხმისთვის გამოიყენა საბჭოთა დროიდან შემორჩენილი მოდიფიცირებული ოპერატიულ-ტაქტიკური სადაზვერვო თვითმფრინავები Tu-141. Politico აღნიშნავს, რომ ეს აჩვენებს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის უნარს ინოვაციებისკენ, მაშინაც კი, როდესაც რუსეთი იაფფასიან ირანულ თვითმფრინავებს ყიდულობს. ასევე, აეროდრომებზე თავდასხმა მეტყველებს იმაზე, რომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ დარტყმა განახორციელონ რუსეთის ტერიტორიაზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ „უკრობორონპრომი“ რამდენიმე თვის განმავლობაში აცხადებდა, რომ დაახლოებით ათასი კმ დიაპაზონის დრონების შექმნის პროგრამაზე მუშაობდა, თუმცა პროექტის დეტალებს არ ასაჯაროებდა. ოქტომბერში კომპანიამ განაცხადა, რომ პროექტზე მუშაობა დასრულებული იყო. ცნობისთვის, Tu-141 „Stryzh“ არის 70-იანი წლების დრონი, რომელსაც შეუძლია ტრანსონური სიჩქარის განვითარება 950-1100 კმ/სთ და შეუძლია ფრენა 10 მეტრამდე სიმაღლეზე. ფრენის დიაპაზონი 1000 კმ-მდეა. გამოცემა ვარაუდობს, რომ საბჭოთა დრონებს Tu-141 "Stryzh" და Tu-143 "Reis" შეეძლოთ მიეღოთ ახალი სანავიგაციო აღჭურვილობა უფრო ზუსტი დარტყმისთვის. შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბრის ღამეს რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქში ენგელსის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა, აფეთქება იყო რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზეც და ქალაქ კურსკთან მდებარე რაიონში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ დარტყმა განხორციელდა "საბჭოთა წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით", რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინამ გაუშვა.
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)