|
2022-12-09 16:02:31, 1208 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე ეწყობა
თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩაზე, რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ პაატა ტოგონიძესთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გიზო ვასაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე აღდგება პირვანდელი გეგმარება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სკამები და ურნები, ასევე, მოეწყობა სასმელი წყლის შადრევანი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, დაითესება ბალახი და დამატებით დაირგვება მწვანე ნარგავები. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)