00:29 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 13:23:54, 2488 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა გადადო - პროცესი 14 დეკემბერს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა გადაიდო. 

როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, პროცესი ოთხშაბათს, 14 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.  

"ჩვენ დავიწყოთ დილით, 11 საათზე, არსებული პრაქტიკით საპატიმრო საქმეებს ამ საათზე ვნიშნავთ, რომ რაიმე შეფერხება არ გვქონდეს. 14 დეკემბერი 11 საათზე გაიმართება შემდეგი, დღევანდელი სხდომა",- განუცხადა ექსპრეზიდენტის ადვოკატს მოსამართლემ. 

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics