|
2022-12-08 22:29:15, 1156 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე - ვინც ენთუზიაზმით იბრძვის იდეისთვის, იმსახურებს პატივისცემას
ნახევრად მოხალისეობის არ მჯერა, პირი ან მოხალისეა, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან წასული უკრაინაში, რა თქმა უნდა პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იდეისთვის იბრძვიან - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თავიდან ამბობდნენ, რომ უკრაინაში ქართველების ჩაყვანა თანხის სანაცვლოდ არ ხდება თუმცა, საბოლოო ჯამში საპირისპირო გამოაშკარავდა. „ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა, თავიდან გახსოვთ, რომ უარყოფდნენ ასეთ რამეს, ამბობდნენ, რომ თანხის სანაცვლოდ არ ხდება უკრაინაში ქართველების ჩაყვანა, თუმცა, საბოლოო ჯამში საპირისპირო გამოაშკარავდა და ახლა ამბობენ, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. მე ნახევრად მოხალისეობის არ მჯერა, პირი არის ან მოხალისე, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ, ეს არის ჩემი დამოკიდებულება, დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან წასული უკრაინაში, რა თქმა უნდა პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იდეისთვის იბრძვიან. ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას, იქ არის კითხვის ნიშნები და ეს არ არის ცალსახად შესაფასებელი მოვლენა. თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის რა თქმა უნდა, გმირია. მე იმედი მაქვს და მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა. მაგალითად ფულის სანაცვლოდ შეიძლება ვიღაც მიდიოდეს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, რაც შეეხება გუშინ გამოვლენილ ფაქტს, როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების მოძიება და უკრაინაში ჩაყვანა, ეს კატეგორიულად მიუღებელია. „ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ამიტომ, რაღაც ზღვარია გასავლები და ჯობია ეს ზღვარი თქვენც გაავლოთ. როცა ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების ომისთვის რეკრუტირება და აქედან კომერციული მოგების მიღება, ეს არის ერთი მხარე, როდესაც სხვა რამესთან გვაქვს საქმე, ენთუზიაზმთან, იდეასთან და ა.შ., ეს არის სხვა რამე, ამიტომ, აქ უნდა გაევლოს ზღვარი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)