2022-12-08 16:53:32, 1234 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ცუდად ვარ, მაგრამ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ წერილს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხვალიდნელ სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი აქვს.
მისი თქმით, ეს სასამართლო მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს.
„მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ“,- ნათქვამია სააკაშვილის ხელწერილში, რომელიც მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 9 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.
ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

ავტორი: ექსპრესნიუსი,