|
2022-12-08 11:11:58, 1096 ნახვა
საზოგადოება
9 დეკემბერს, დასაქმების ფორუმზე, ზამთრის კურორტებზე არსებული 500-მდე ვაკანსია იქნება წარმოდგენილი
თბილისში, დასაქმების ფორუმი ჩატარდება, სადაც ზამთრის კურორტებზე არსებული 500-მდე ვაკანსია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება 9 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ კურორტებზე არსებული სასტუმროების, კაფე - ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და შეარჩიონ სასურველი ვაკანსიები. აღსანიშნავია, რომ სამუშაო კადრების დეფიციტიდან გამომდინარე, ბიზნეს-სექტორი მზადაა, ყაზბეგში, გუდაურში, ბორჯომში, ცემში, ბაკურიანსა და მესტიაში, უზრუნველყოს დასაქმება, უკვე შერჩეული თანამშრომლების ტრანსპორტირება და დაბინავება. შესაბამისად, ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიები ორიენტირებული იქნება თბილისში თუ სხვა რეგიონში მცხოვრები პირებისთვისაც. წარმოდგენილი ვაკანსიების ჩამონათვალის გაცნობა, დაინტერესებულ პირებს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულ სერვის ცენტრებშიც შეუძლიათ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, მსგავს ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. ღონისძიებების მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს სამუშაოს მაძიებლები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. მორიგი ფორუმი, 13 დეკემბერს, გორში ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)