|
2022-12-07 21:54:06, 1172 ნახვა
საზოგადოება
ლომჯარია სააკაშვილზე - პირველი 7 თვის განმავლობაში წონის კლებას თუ შევადარებთ მეორე 7 თვის განმავლობაში წონის კლებას, სამჯერ არის აჩქარებული წონის ვარდნა
დაახლოებით, ოქტომბერ-ნოემბერში, ჩვენ არ დაგვიდოკუმენტირებია, მაგრამ რაც გვითხრა "ვივამედმა", სადღაც 20 კილომდე აქვს ბოლო ორ თვეში დაკლებული. საერთო ჯამში, პირველი 7 თვის განმავლობაში წონის კლებას თუ შევადარებთ მეორე 7 თვის განმავლობაში წონის კლებას, სამჯერ არის აჩქარებული წონის ვარდნა, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისივე თქმით,მიხეილ სააკაშვილი პირველი თვებისგან განსხვავებით,არაკონტაქტურია,დაქვეითებული აქვს კომუნიკაციის უნარი და არ აქვს ინტერესი საუბრის. "რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებას, შარშან ზამთარში და შემოდგომაზეც მქონდა მე მასთან კომუნიკაცია და ყოველთვის იყო ძალიან აქტიური კომუნიკაციაში, ბევრ რამეზე საუბრობდა, ყველაფერზე თავისი შეხედულება ჰქონდა, ანუ ჰქონდა კომუნიკაციის სურვილი. ბოლოს ორჯერ ვნახე, დაახლოებით, 5-10 წუთი და შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის კომუნიკაცია არ გვქონია, იმიტომ, რომ შეიძლება ითქვას, არაკონტაქტური იყო და ვერ აეწყო კომუნიკაცია, ძალიან მოკლედ პასუხობდა შეკითხვებს, დიდ ინტერესს არ იჩენდა და მეც ვიგრძენი, რთული იყო მისთვისაც. იყო თვითონ დამძიმებული", - განაცხადა ლომჯარიამ. შეგახსენებთ 9 დეკემბერს 13:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)