|
2022-12-07 15:59:25, 849 ნახვა
საზოგადოება
ოხანაშვილი - რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება, აქ რას ვერ სთავაზობენ?
თუ პატიმარი მიზანმიმართულად არ იღებს სამედიცინო სერვისს, საზღვარგარეთ მიიღებს?!, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ არის ისეთი სერვისი, რომელსაც ექსპრეზიდენტს საქართველოში ვერ სთავაზობენ და შეძლებს, რომ საზღვარგარეთ მიიღებს. "როდესაც პატიმარი არის ასევე პაციენტი და მას სჭირდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი, ფაქტია, რომ მას სხვადასხვა სერვისებს სთავაზობენ. თუ ეს პატიმარი მიზანმიმართულად არ იღებს ამ სერვისს მაშინ რა უნდა გაკეთდეს და საზღვარგარეთ მიიღებს ამ სერვისს?! ან რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება. რა სერვისია, რომელსაც ის საზღვარგარეთ მიიღებს და აქ მას ვერ სთავაზობენ. მე ამ შეკითხვებზე პასუხი არ მომისმენია, მარტივად, ამაზე პასუხი ვერ ექნებათ და არ აქვთ",- განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ"ემპათიის" მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა მოამზადა სახალხო დამცველის კონსილიუმმაც. ოთხმა ექიმმა ექსპრეზიდენტი 5 დეკემბერს გასინჯა. ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აპრილთან შედარებით, "მნიშვნელოვნად" არის გაუარესებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)