|
2022-12-07 13:15:40, 439 ნახვა
საზოგადოება
პროგრამის - „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო გარემო“ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში პროგრამის - „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო გარემო“ პრეზენტაცია გაიმართა. ახალი პროექტი ხელს შეუწყობს დედაქალაქში, მეტროსა და ავტობუსების მომსახურებისადმი თანაბარ წვდომას და ციფრული სისტემის განვითარებით, ავტობუსებსა და მეტროში უსაფრთხოების დონის ამაღლებას. ღონისძიების მონაწილეებს საბაზისო კვლევის შედეგები, ასევე, შემდგომი ქმედებების რეკომენდაციები გააცნეს. პრეზენტაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუდმივად მიისწრაფის განვითარებისკენ, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD). 2016 წელს EBRD-ის მხარდაჭერით დაწყებული „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, სატრანსპორტო კომპანიამ 2017-2019 წლებში წარმატებით განახორციელა გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კომპანიაში შემუშავდა და დამტკიცდა „თანაბარი შესაძლებლობების და სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა“, რომლის მიზანს დასაქმებულთა თანასწორობის, მათ მიმართ სამართლიანობისა და პატივისცემის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ასევე, განახლდა საჩივრების პროცედურები და მექანიზმები, განახლდა და გენდერულად გაიმართა სამსახურში მიღების პოლიტიკა და სამუშაო აღწერილობები“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა. მისივე თქმით, კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ავტობუსის ქალი მძღოლების მომზადებისა და დასაქმების პროგრამა. „პროგრამის დაწყებამდე, კომპანიაში დასაქმებული იყო ავტობუსის მხოლოდ ერთი ქალი მძღოლი. პროგრამის განხორციელების შედეგად, ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე უკვე 25 ქალია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია გახდა მოწინავე დამსაქმებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში“, - აღნიშნა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია EBRD-სა და „მწვანე კლიმატის ფონდის“ მხარდაჭერით, იწყებს ახალ ინიციატივას - „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო ადგილი: თბილისის ავტობუსების (ფაზა II) და მეტროს პროექტი“. აღნიშნული ინიციატივა განავრცობს წინა პროექტს, რომლის მიზანიც იყო, სატრანსპორტო კომპანია გამხდარიყო თანაბარი შესაძლებლობის დამსაქმებელი. პროექტის პირველ ეტაპზე, ჩატარდა საბაზისო კვლევა, რომლის დროსაც, გაანალიზდა გამოწვევები - ქალების, გოგონებისა თუ მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოვლინდა შესაძლებლობები, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს წვდომა ხარისხიან და უსაფრთხო ტრანსპორტზე. განსაკუთრებული ყურადღება ასაკოვან ადამიანებს, ბავშვებსა და შშმ პირებს ეთმობა. პროექტის ფარგლებში, შეგროვდება ინფორმაცია მგზავრების მოძრაობისა და მათი უსაფრთხოდ გადაადგილების შესახებ. იგი ასევე, დაეხმარება თბილისის მერიას ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგიისა და მიდგომების ჩამოყალიბებაში. განხორციელდება საინფორმაციო კამპანია საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების შესახებ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტი ქალი დაეუფლება ავტობუსის მძღოლის პროფესიას. აღნიშნულ პროგრამას საკონსულტაციო მომსახურებას EBRD-ის მიერ შერჩეული საერთაშორისო კომპანია AETS უწევს.
ღონისძიების მონაწილეებს საბაზისო კვლევის შედეგები, ასევე, შემდგომი ქმედებების რეკომენდაციები გააცნეს. პრეზენტაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუდმივად მიისწრაფის განვითარებისკენ, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD). 2016 წელს EBRD-ის მხარდაჭერით დაწყებული „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, სატრანსპორტო კომპანიამ 2017-2019 წლებში წარმატებით განახორციელა გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კომპანიაში შემუშავდა და დამტკიცდა „თანაბარი შესაძლებლობების და სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა“, რომლის მიზანს დასაქმებულთა თანასწორობის, მათ მიმართ სამართლიანობისა და პატივისცემის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ასევე, განახლდა საჩივრების პროცედურები და მექანიზმები, განახლდა და გენდერულად გაიმართა სამსახურში მიღების პოლიტიკა და სამუშაო აღწერილობები“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა. მისივე თქმით, კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ავტობუსის ქალი მძღოლების მომზადებისა და დასაქმების პროგრამა. „პროგრამის დაწყებამდე, კომპანიაში დასაქმებული იყო ავტობუსის მხოლოდ ერთი ქალი მძღოლი. პროგრამის განხორციელების შედეგად, ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე უკვე 25 ქალია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია გახდა მოწინავე დამსაქმებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში“, - აღნიშნა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია EBRD-სა და „მწვანე კლიმატის ფონდის“ მხარდაჭერით, იწყებს ახალ ინიციატივას - „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო ადგილი: თბილისის ავტობუსების (ფაზა II) და მეტროს პროექტი“. აღნიშნული ინიციატივა განავრცობს წინა პროექტს, რომლის მიზანიც იყო, სატრანსპორტო კომპანია გამხდარიყო თანაბარი შესაძლებლობის დამსაქმებელი. პროექტის პირველ ეტაპზე, ჩატარდა საბაზისო კვლევა, რომლის დროსაც, გაანალიზდა გამოწვევები - ქალების, გოგონებისა თუ მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოვლინდა შესაძლებლობები, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს წვდომა ხარისხიან და უსაფრთხო ტრანსპორტზე. განსაკუთრებული ყურადღება ასაკოვან ადამიანებს, ბავშვებსა და შშმ პირებს ეთმობა. პროექტის ფარგლებში, შეგროვდება ინფორმაცია მგზავრების მოძრაობისა და მათი უსაფრთხოდ გადაადგილების შესახებ. იგი ასევე, დაეხმარება თბილისის მერიას ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგიისა და მიდგომების ჩამოყალიბებაში. განხორციელდება საინფორმაციო კამპანია საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების შესახებ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტი ქალი დაეუფლება ავტობუსის მძღოლის პროფესიას. აღნიშნულ პროგრამას საკონსულტაციო მომსახურებას EBRD-ის მიერ შერჩეული საერთაშორისო კომპანია AETS უწევს.
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
კრემლი: ტრამპმა პუტინს მოუწოდა, აშშ-სთან თანამშრომლობის მიზნით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები სწრაფად დაასრულოს
ნიღბიანმა თეთრკანიანმა ნაციონალისტებმა ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური მსვლელობა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)