|
2022-12-07 12:25:11, 660 ნახვა
საზოგადოება
გამომძიებელი - სააკაშვილს შევთავაზეთ ნიმუშის აღება, თუმცა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე უარი განაცხადა
შესული ვიყავი მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, თუმცა მან ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, ვასილ კაკაშვილმა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც გამომძიებელმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება მომდევნო დღეებში ჩატარდება. "მე ვიყავი შესული მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო მოქმედებისთვის ნიმუშის აღების მიზნით. ჩვენ შევთავაზეთ მას ნიმუშის აღება, თუმცა უარი განაცხადა მან საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. მისი განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას დღეს არ სურდა ნიმუშის აღება", - თქვა კაკაშვილმა. რეპლიკაზე, რომ ექსპრეზიდენტის ადვოკატის მტკიცებით, მძიმე მეტალების აღმოჩენა, არა სისხლის ნიმუშით, არამედ თმისა და ფრჩხილის ნიმუშების კვლევით ხდება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განაცხადა: "ექსპერტიზა დავნიშნეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. დავუსვით ექსპერტს კითხვები გაჟღერებულ მეტალებთან დაკავშირებით. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ამ საკითხის შესასწავლად, მიზანშეწონილად ჩათვალა დამატებითი გამოსაკვლევი ნიმუშის წარდგენა. ჩვენ ექსპერტიზის ბიურომ მოგვმართა კონკრეტული ნიმუშის წარდგენის მოთხოვნით, რომლითაც ისინი თვლიან, რომ სავარაუდოდ, გაგვცემენ პასუხს ყველა გაჟღერებულ საკითხზე". შეგახსენებთ, რომ წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ"ემპათიის" მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. 28 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ფრჩხილის კვლევის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს ნივთიერება - დარიშხანი ამოუვიდა. სამი დღით ადრე, ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ სააკაშვილის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. უფრო ადრე, მესამე პრეზიდენტის მოწამვლაზე საუბრობდა ადვოკატი ვალერი გელბახიანი, რომელმაც 19 ნოემბერს თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". აღსანიშნავია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)