14:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 14:30:30, 1019 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე - უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება


უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის განმტკიცება, დანაშაულის პრევენცია, მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურება და დამნაშავეების რესოციალიზაცია, გამოსწორება, -  ამის შესახებ  გენერალურ პროკურატურაში, საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

ირაკლი შოთაძის თქმით, ანგარიშში დეტალურად არის ასახული ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საპროკურორო საბჭოს უნდა წარედგინოს. 

"ანგარიშში ასახულია - სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის შედეგები და ძირითადი ტენდენციები, ცალკეულ დანაშაულებებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერება, მათთვის მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, პროკურატურის საქმიანობის გაციფრულება, საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება საქმიანობის შესახებ და ნდობის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები, პროკურატურის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და სხვა ძირითად მიმართულებები" - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics