|
2022-12-06 12:49:36, 1043 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - თუ ასე გავაგრძელეთ, ქვეყნიდან გაიქცევა გაცილებით მეტი ადამიანი, ცალ-ცალკე ამ რეალობას ვერ შევცვლით
2024-ის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცევა იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე გარბის ახლა, ასე თუ გავაგრძელეთ, ესაა შემდეგი წლების ყველაზე რეალისტური სცენარი, არავინ, არცერთი ცალკე აღებული ადამიანი, ცალკე აღებული პარტია, ცალკე აღებული "ლიდერი" ამ რეალობის შემცვლელი არ არის, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, გამოსავალი არის მხოლოდ ერთობაში, რისთვისაც "გადასაბიჯებელია ყველაფერზე და ერთმანეთთან საუბარია დასაწყები". "ყოველ მორიგ ჯერზე როცა ეს უსინდისო მონები რაღაც არასწორს სჩადიან, მათ შორის სცდებიან ადამიანურობის ფარგლებს, გვახრჩობს ბოღმა, ვწერთ სტატუსებს, ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, ნერვები გვაწყდება რომ სათანადოდ ვერ ვთხოვთ პასუხს, მერე გადის დღეები, კვირები, მერე ისევ რამეს ჩაიდენენ და ამ ნაბიჯებს ხელახლა გავდივართ ესენი კი რჩებიან ხელისუფლებაში, ძალაუფლების ბერკეტების სრული კრებულით, და აგრძელებენ ცხოვრებით ტკობას, ჩვენს დაცინვას, თავხედობას და ამ ქვეყნის მომავლის დასამარებას ასე მოხდა ცოტა ხნის წინ, როდესაც მერიის სისტემაში უპასუხისმგებლობამ და სავარაუდო კორუფციამ, ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, რასაც მოჰყვა მერის მხრიდან სრულიად ამაზრზენი პიარი ასე მოხდა წელს, ივნისში, როდესაც ევროკავშირმა უარი გვითხრა სტატუსზე ასე მოხდა, როდესაც ორი უწესიერესი ადამიანი, მელაშვილი და ილიჩოვა გასწირეს ციხისთვის, რადგან საარჩევნოდ ასე სჭირდებოდათ ასე მოხდა გავრილოვის ღამის მერე ასე მოხდა ბევრჯერ ბოლო წლების განმავლობაში ასე ხდება ახლაც, აგერ ჩვენს თვალწინ, როცა ცოტა ვინმე თუ დარჩა ისეთი ვისაც ეჭვი ეპარება რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც მძიმეა და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ვერ გადარჩეს ცოცხალი ან ვერ გადარჩეს საღი ფსიქიკური ან/და ფიზიკური ჯანმრთელობით ასე მოხდება კიდევ ისევ გავბრაზდებით, ისევ დავწერთ სტატუსებს, ისევ ვილაპარაკებთ ტელეეთერებში ასე მივალთ 2023-ის ბოლომდე, როცა მაღალი ალბათობით ევროკავშირი ისევ გვეტყვის უარს, რადგან ესენი არც კი ფიქრობენ იმ 12 პუნქტის შესრულებაზე ისევ გავბრაზდებით, ისევ დავწერთ სტატუსებს, ისევ ვილაპარაკებთ ტელეეთერებში ესენი გამოლაგდებიან და საუკეთესო საბჭოთა სტილში ყველაფერს დააბრალებენ დასავლეთს, რომ სტატუსი ისევ იმიტომ არ მოგვცეს რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდოდათ შეიძლება ისევ გამოვიდეთ ქუჩაში წლევანდელი 20 ივნისივით … და ისევ დავიშლებით წლევანდელი 20 ივნისივით ასე მივალთ 2024-ის არჩევნებამდე, ესენი ისევ აიღებენ ახალ მილიარდიან ვალებს, ისევ მოიგონებენ ახალ ‘გარეჯი საქართველოას’, ისევ გასწირავენ ადამიანებს ციხისთვის, ბიძინა ისევ დაპირდება ხალხს ვალების გადახდას, ისევ შეკრავენ ალიანსს ქურდებთან და საპატრიარქოსთან, ისევ გააყალბებენ, მაღალი ბარიერის პირობებში დამატებით წაიღებენ ოპოზიციური ხმების მნიშვნელოვან ნაწილს, და ისევ ვერ შევძლებთ ტაბლოზე რეალური რიცხვების დაწერას ვიღაცეები ისევ იტყვიან რომ მიუხედავად ყველაფრისა პარლამენტში ‘ბრძოლას’ ალტერნატივა არ აქვს 2024-ის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცევა იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე გარბის ახლა ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი ლოდინი ფუჭია ერთადერთი რამაც შეიძლება ეს პერსპექტივა შეცვალოს, არის ყველას და ყველა ძალის გაერთიანება არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა გგონიათ თქვენ მთავარი - რიგგარეშე არჩევნები, სააკაშვილის გათავისუფლება, 12 პუნქტის შესრულება, საარჩევნო ბარიერის დაწევა, 2024-ის არჩევნების მოგება, სასამართლოს რეფორმა თუ სხვა თითოეულის ცალცალკე და ყველასი ერთად მიღწევა შესაძლებელი არის მხოლოდ ერთობით ის 12 პუნქტი სხვა არაფერია ელოდებიან რომ ჩვენ არ გავუშვებთ ხელიდან ამ ისტორიულ შანსს რას ვერ ვიყოფთ? რაზე ვერ ვთანხმდებით? რას ვერ ვპატიობთ ერთმანეთს? მე არ მჯერა რომ ეს მარტო ხოშტარიას ვაშაძეს და მე გვესმის გადასაბიჯებელია ყველაფერზე და ერთმანეთთან საუბარია დასაწყები არ არსებობს ამის ალტერნატივა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)