00:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 09:21:26, 1713 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის სამ აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა

5 დეკემბრის ღამეს რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქში ენგელსის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა, აფეთქება იყო რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზეც და ქალაქ კურსკთან მდებარე რაიონში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმა განხორციელდა "საბჭოთა წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით", რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინამ გაუშვა.

​კურსკის ოლქის გუბერნატორის რომან სტაროვოიტის თქმით, დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

რუსები ასევე აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ხოლო დაზიანება ნამსხვრევების ჩამოვარდნისა და ადგილზე აფეთქების გამო თავად წარმოიშვა. მათი ვერსიით, სამი სამხედრო ტექნიკოსი დაიღუპა ნანგრევების გამო, ოთხი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელის სატელიტურმა კომპანია ImageSat International-მა გამოაქვეყნა სურათი რიაზანის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზიდან. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics