|
2022-12-05 16:31:44, 776 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს
იუსტიციის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ბუბა ლომუაშვილმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქალბატონმა ანნა ჩერნიშოვამ. ბატონი ბუბა ლომუაშვილის ხელმძღვანელობით, შეხვედრაზე საკონსულტაციო ჯგუფის კონცეფცია და 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს. დოკუმენტი შშმ პირთა უფლებების რეალიზებისათვის მიმდინარე წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებს მოიცავს. მათ შორისაა: საკანონმდებლო სისტემის რევიზია და გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან მისი შესაბამისობის ანალიზი; ელექტრონული სერვისებისა და ვებგვერდების ხელმისაწვდომობის მიზნით ჩატარებული სამუშაოები; სისტემის თანამშრომელთა გადამზადება შშმ პირთა უფლებათა დაცვის საკითხებზე; ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში, რომელიც მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის საშეღავათო პირობებით გაცემას ითვალისწინებს. ანგარიშის მოსმენის შემდეგ დისკუსია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები და აქტივობები განიხილეს. შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა, პროექტის − „ადამიანის უფლებები ყველასთვის - II ფაზა" ფარგლებში. შეხვედრა მიეძღვნა შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, რომელიც, 1992 წლიდან აღინიშნება. საკონსულტაციო ჯგუფი შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის პროცესის ინკლუზიურობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. მისი მიზანი შშმ პირთა უფლებების დაცვის წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა ჩართულობისა და მონაწილეობის უზრუნველყოფაა. ჯგუფი დაკომპლექტებულია იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ-ების, არასამთავრობო სექტორის, შშმ თემის წარმომადგენლებისაგან. საკონსულტაციო ჯგუფის სამდივნოს ფუნქციას სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ასრულებს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)