|
2022-12-05 12:23:35, 1521 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - ვინარჩუნებ პირდაპირ კონტაქტს პუტინთან, ასეთი ლიდერისთვის იზოლაცია ცუდი რამ არის
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის რეგულარულ კომუნიკაციას ინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რადგან "იზოლაცია ცუდია". ”მე ყოველთვის ვინარჩუნებ რეგულარულ დისკუსიებს და პირდაპირ კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან, რადგან მჯერა, რომ ურთიერთქმედების აღდგენის საუკეთესო გზა ამ პირდაპირი არხის შენარჩუნებაა.იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით ასეთი ლიდერისთვის",- აღნიშნა მაკრონმა CBS-თან ინტერვიუში. კითხვაზე, თუ როგორ დასრულდება კონფლიქტი, მაკრონმა უპასუხა: "ეს უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ. გამოსავლის მოძებნის ერთადერთი გზა მოლაპარაკება იქნება. მე ვერ ვხედავ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგავრებას". მაკრონმა ასევე დასძინა, რომ ის არ არის ჩართული არანაირ მოლაპარაკებებში რუსეთთან და უკრაინასთან. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მან ნათლად განუცხადა მისი მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)