|
2022-12-04 01:23:02, 1927 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვითარება ბახმუტში ყველაზე ცხელია – იქ ყველა უდიდეს მადლიერებას იმსახურებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამჟამად დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ყველაზე ცხელი ვითარებაა. ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ ყველა იქ მებრძოლი უდიდეს მადლიერებას იმსახურებს. "შტაბის სხდომაზე მეთაურებმა ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებით ვითარება გამაცნეს. ვითარება დონეცკის ოლქში – ბახმუტში, სოლედარში ახლაც, ისევე როგორც ადრე, ყველაზე ცხელი და მტკივნეულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს. იქ ყველა უდიდეს მადლიერებას იმსახურებს! დიდება ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის. დიდება ყველას, ვინც შრომობს ჩვენი ქვეყნისთვის! მარადიული ხსოვნა და პატივისცემა ყველას, ვინც დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაწირა! დიდება უკრაინას!" – თქვა ზელენსკიმ. უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო. ქართველი მებრძოლების ვინაობა ცნობილია. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)