20:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 17:27:10, 1153 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა სისხლიანი ამანათები მიიღეს

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებს სისხლით შეღებილი ამანათები გაუგზავნეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს.

დიპლომატის განცხადებით, ასეთი ამანათები აღმოჩენილია უნგრეთში, ნიდერლანდებში, ხორვატიაში, იტალიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში.

„ყუთში ცხოველების თვალები იყო. თავად ჩანთები დამახასიათებელი ფერის სითხით იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა. ჩვენ ვსწავლობთ ამ გზავნილის მნიშვნელობას“,- განაცხადა ნიკოლენკომ.

მისივე თქმით, ვანდალებმა ვატიკანში, უკრაინის ელჩის სახლის შესასვლელი დააზიანეს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ აღწერილი ყველა მოვლენა ტერორისტული ანტიუკრაინული კამპანიის ნაწილია.

„არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მიმდინარეობს უკრაინის საელჩოების და საკონსულოების ტერორისა და დაშინების კარგად დაგეგმილი კამპანია. ისინი ცდილობენ ჩვენს დაშინებას. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მცდელობები ამაოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის“,- განაცხადა კულებამ.

ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა უკრაინის ყველა საელჩოსა და საკონსულოს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების რეჟიმში გადაყვანა დაავალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics