10:02 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 10:47:59, 1790 ნახვა

ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 441 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 852-ზე მეტი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 441 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 852-ზე მეტი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკში - 424, კიევში - 117, ხარკოვში - 266, ჩერნიგოვის - 68, ლუგანსკის - 64, ნიკოლაევის - 77, ხერსონის - 70, დნეპროპეტროვსკი - 33, ზაპოროჟიეს - 76.

უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვისა და დაბომბვის შედეგად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დააზიანა 2 719 სასწავლო დაწესებულება, მათგან 332 მთლიანად განადგურდა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics