|
2022-12-02 09:58:03, 1291 ნახვა
პოლიტიკა
საერთაშორისო სტანდარტი უგულებელყოფილი იყო - „ნაცმოძრაობამ“ ვაკის პარკის საქმეზე სამინისტროდან დოკუმენტი გამოითხოვა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვაკის პარკის საქმეზე ეკონომიკის სამინისტროდან დოკუმენტი გამოითხოვა. პარტია არ გამორიცხავს, რომ დოკუმენტი თბილისის მერის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულება გახდეს. ენმ-ის წევრის, ნინო კვიტაიშვილის თქმით, გამოთხოვილ დოკუმენტში წერია, რომ საქართველო საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის წევრია, რაც ქვეყანას ავალდებულებს, რომ შადრევნები საერთაშორისო სტანდარტით მოაწყოს, თუმცა ეს არ იყო გათვალისწინებული. მისივე თქმით, კახა კალაძე, რომელმაც „ზარ-ზეიმით“ გახსნა აღნიშნული შადრევანი ინფორმირებული უნდა ყოფილიყო, აღნიშნული სტანდარტების დარღვევაზე. „ეკონომიკის სამინისტრო გვიპასუხა, რომ დიახ, საქართველო ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტს და მას აქვს იგივე ვალდებულებები, რომლებიც გააჩნიათ, მაგალითად ევროპულ სახელმწიფოებში, როცა შადრევნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. დასკვნა აქედან ძალიან მარტივია, რომ ეს საერთაშორისო სტანდარტი იყო უგულებელყოფილი, როგორც პროექტირების ეტაპზე, ისე შესრულების ეტაპზე. კახა კალაძე, რომელმაც ზარ-ზეიმით გახსნა აღნიშნული შადრევანი მინიმუმ ინფორმირებული მაინც უნდა ყოფილიყო, რომ ყველა საერთაშიროსიო სტანდარტი ამ შემთვევაში დარღვეული იყო“,- განაცხადა კვიტაიშვილმა. შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 9 პირი დააკავა , მათ შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. მათ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 ოქტომბერს შეუფარდა.
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)