20:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 09:08:01, 1155 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯდე, რათა გავარკვიო, რა აქვს გონებაში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წარმოებულ ომს "ამაზრზენი" უწოდა და გამოაცხადა მზადყოფნა ესაუბროს რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს.

როგორც ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა , უახლოეს მომავალში რუს კოლეგასთან საუბარს არ აპირებს. თუმცა, ის მზად არის ამისთვის, თუ პუტინი გამოავლენს ინტერესს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულებით. 

"ეს ომი შეიძლება დასრულდეს ერთი რაციონალური გზით - თუ პუტინი გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან. რა თქმა უნდა, ის ამას არ გააკეთებს. ის რასაც აკეთებს არის ამაზრზენი", - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა დასძინა, რომ მზადაა პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს საფრანგეთთან და ნატო-სთან კონსულტაციებით. 

"ნება მომეცით ვიყო ძალიან ფრთხილი: მე მზად ვარ პუტინს დაველაპარაკო, თუ ის ნამდვილად არის დაინტერესებული გამოსავლის მოძებნით, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოსავალი ამ ომიდან. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯდე, რათა გავარკვიო, რა სურს და რა აქვს მის გონებაში“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ ამერიკამ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინელ ხალხს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„აზრი, რომ პუტინს შეუძლია უკრაინის დამარცხება, წარმოუდგენელია“, - თქვა ბაიდენმა. 

2022 წლის 1 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  მიმართა კონგრესს უკრაინისთვის დამატებითი 37 მილიარდი დოლარის პაკეტის მოთხოვნით. 

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა , რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებებში კიევის გარეშე.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა  განმარტა , თუ რატომ ხარჯავს მისი ქვეყანა დიდ ფულს უკრაინის დასახმარებლად. მან აღნიშნა, რომ აქ საუბარია არა მხოლოდ უკრაინელებზე, არამედ ნატოსა და დასავლეთზეც.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics