13:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 15:48:40, 979 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიამ და თამილა ბარკალაიამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

თბილისში, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სექტორების გენდერული ტენდენციების საკითხებზე, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით ჩატარდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენციის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სექტორების გენდერულ ჭრილში განხილვა და ხელშეწყობა წარმოადგენდა. ღონისძიებაზე, მხარეებმა, ისაუბრეს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და შშმ პირთა ჯანდაცვის გენდერულ ასპექტებს შესახებ. ასევე განიხილეს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობისა და მათთვის შრომის ბაზრის ხელმისაწვდომობის საკითხები.  

აღნიშნულ საკითხებზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და თამილა ბარკალაიამ ისაუბრეს. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ველთაური.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics