13:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 13:50:02, 981 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში მეფრინველეობის ინდუსტრიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მეფრინველეობის ინდუსტრიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიებაზე, ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა დარგში არსებული თანამედროვე მიდგომები, სიახლეები, ტენდენციები და გამოწვევები დისკუსიის რეჟიმში  განიხილეს. 

გიორგი ხანიშვილმა გამოსვლისას  ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობას   დარგის განვითარებისთვის.   

„კონფერენციის ფარგლებში, მსჯელობა შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა უახლესი მიდგომების   შესახებ ინფორმაციების გაზიარება და თანამედროვე  ტექნოლოგიების  დანერგვაა, რაც უმნიშვნელოვანესია წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.  

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო  სამეცნიერო კვლევები. ქართველ ფერმერებს საშუალება ჰქონდათ, გაეზიარებინათ უცხოელი კოლეგების გამოცდილება  ფერმერულ საქმიანობაში არსებული რისკების პრევენციის თაობაზე. 

ღონისძიება კომპანიის „ინვეტ ჯგუფი“  ორგანიზებით გაიმართა.  კონფერენციაში  საქართველოს,  ევროპის, აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნების სამეცნიერო სფეროსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics