14:02 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 10:37:12, 868 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალების გუნდი რაგბის საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად დუბაიში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ შვიდკაცა რაგბის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობისთვის დუბაიში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების შვიდკაცა რაგბის გუნდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა გააცილეს და მორაგბეებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.

„თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული შვიდკაცა რაგბის გუნდი ტურნირისთვის მზადებას მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გადიოდა. დუბაიში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში 32 ქვეყნის 230 გუნდი მიიღებს მონაწილეობს. ტურნირი გაერთიანებულ საამიროებში 1 დეკემბერს დაიწყება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics