|
2022-11-29 17:34:04, 1370 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - საქართველოს კანონმდებლობით მსჯავრდებული პაციენტის საზღვარგარეთ გაყვანა შეუძლებელია
თუკი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საუბარია პაციენტის, რომელიც იმავედროულად არის მსჯავრდებული, საზღვარგარეთ გაყვანაზე, ეს საქართველოს კანონმდებლობით არის შეუძლებელი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. "ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა, უნდა შევახსენოთ ყველას, რომ სააკაშვილი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. კანონის წინაშე თანასწორობა ვრცელდება ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა პირზე და გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული... ოფიციალური დასკვნა ცენტრი "ემპათიის" მიერ ამ ეტაპზე არ არსებობს. რა დიაგნოზებიც არის დასმული, იგი გადის შესაბამის მკურნალობას კლინიკა "ვივამედში" და იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება რომელიმე დიაგნოზის გამო საზღვარგარეთ გაყვანას, თუკი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საუბარია პაციენტის, რომელიც იმავდროულად არის მსჯავრდებული, საზღვარგარეთ გაყვანაზე, ეს საქართველოს კანონმდებლობით არის შეუძლებელი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს შესთავაზა, რომ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ჩამოიყვანოს ექიმი და მკურნალობაში ჩართოს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. ნინო ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამართლებული არ იყო. 25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. უფრო ადრე, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)