02:24 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 10:05:45, 1174 ნახვა

პოლიტიკა
„ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“ - ბრიუსელში კონფერენცია გაიმართება

დღეს, ბრიუსელში ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი  (ECR)-ის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართება, რომლის მთავარი თემა ოლიგარქია, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი იქნება.

როგორც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "ტვიტერზე" წერს, დისკუსიის მონაწილეებს შორის არიან საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, უკრაინის რადის უმაღლეს დეპუტატი, ოლექს გონჩარენკო, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა "უშანგი" მამულაშვილი და პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და პოლიტიკურ მიმომხილველი, თორნიკე გორდაძე.

"საქართველო ეკუთვნის დასავლურ ერთობას. კავშირები, რომელიც ცდილობს ქვეყანა რუსული სამყაროს გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს, უნდა გამოაშკარავდეს და ჩვენ სწორად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია",- წერს ევროპარლამენტარი. 

კონფერენცია თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics