|
2022-11-29 09:47:47, 2044 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯონ კირბი - ის, რასაც პუტინი ბოლო რამდენიმე კვირაა უკრაინაში აკეთებს, აბსოლუტურად ამაზრზენია
ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასიური დარტყმები უკრაინის წინააღმდეგობას დაარღვევს, კრემლის ხელმძღვანელის ასეთი ქმედებები „აბსოლუტურად ამაზრზენია”,- ამის შესახებ აშშ-ის თეთრი სახლის, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. უკრაინის ელექტროქსელზე მიმდინარე თავდასხმებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ პუტინი მანამდე იარაღად საკვებს და შიშს იყენებდა, „ახლა ის იყენებს მოახლოებულ სიცივეს, რათა რეალურად ეცადოს უკრაინელი ხალხის დაჩოქებას“. "როდესაც უყურებთ რა დაზარალდა, ეს არის თითქმის მთელი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მეტწილად ეს არის ელექტროენერგია, წყალი და რესურსები, რაც ხალხს სჭირდება, რადგან ისინი ემზადებიან ცივი ზამთრისთვის”,- განაცხადა კირბიმ. მისი თქმით, ის რასაც პუტინი ბოლო რამდენიმე კვირაში აკეთებდა „აბსოლუტურად ამაზრზენია”. „რასაც ის აკეთებს ბოლო რამდენიმე კვირაში არის აბსოლუტურად ამაზრზენი. ეს არ არის ის, რომ მან მანამდე ასე არ იქცეოდა, მაგრამ ... ეს მიზნები ძირითადად სამოქალაქოა. მას სურს შეეცადოს უკრაინელი ხალხის მუხლებზე დაჩოქებას, რადგან მას არ შეუძლია უკრაინელი სამხედროების დაჩოქება”,- დასძინა კირბიმ. აშშ-ს პრაქტიკული ქმედებების შესახებ რუსეთის მსგავს ტერორთან დასაპირისპირებლად და უკრაინის შედეგების დაძლევაში დასახმარებლად კითხვაზე, კირბიმ "რამდენიმე რამ" თქვა: პირველი, აშშ აგრძელებს უკრაინელი სამხედროებისთვის იარაღის მიწოდებას „შესაძლებლობებით და წვრთნებით, რომლებიც საჭიროა ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად“. მეორე, აშშ მუშაობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა მოიპოვოს სათადარიგო ნაწილები, აღჭურვილობა, ტრანსფორმატორები და კომპონენტები უკრაინის ელექტროენერგიის აღდგენისა და გაშვებისთვის, ისევე როგორც "წყლის რესურსების". შეგახსენებთ, რომ მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინას მოუწოდა, მზად ყოფილიყო რუსეთის ახალი დარტყმისთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)