|
2022-11-29 09:15:49, 1671 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა არასდროს გახდება ნგრევის ადგილი და არასდროს მიიღებს მოსკოვიდან „ამხანაგების“ ნაკარნახევ წესრიგს
უკრაინა არასდროს გახდება ნგრევის ადგილი და უკრაინა არასდროს მიიღებს მოსკოვიდან „ამხანაგების“ ნაკარნახევ წესრიგს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ გაუხსნა ცეცხლი ხერსონის ოლქის 30 დასახლებულ პუნქტს. რუსეთის არმიამ დააზიანა სატუმბი სადგური, რომელიც უზრუნველყოფდა მიკოლევში წყლის მიწოდებას. „დღეს, ისევე როგორც ყოველდღე, ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და ოლქის დასახლებები. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ გაუხსნა ცეცხლი ხერსონის ოლქის 30 დასახლებულ პუნქტს. რუსეთის არმიამ დააზიანა სატუმბი სადგური, რომელიც უზრუნველყოფდა მიკოლევში წყლის მიწოდებას. ეს არის იმ შემთხვევითი „ამხანაგების“ ნამდვილი არსი, რომლებმაც დაიპყრეს რუსეთი. მათ 20-წლიანი მმართველობის შემდეგ მათი სახელმწიფოს დიდ ნაწილზე ისეთი განადგურება აქვთ, თითქოს იქ ომა ჩაიარა. არადა ეს ომი არ ყოფილა, ეს მათ ჩაიარეს. მათ ნგრევის მეტი არაფერი შეუძლიათ. ეს არის ყველაფერი, რასაც ისინი ტოვებენ. ის, რასაც ისინი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებენ, არის შურისძიების მცდელობა იმისთვის, რომ უკრაინელებმა არაერთხელ დაიცვეს მათგან საკუთარი თავი. უკრაინა არასდროს გახდება ნგრევის ადგილი, უკრაინა არასდროს მიიღებს მოსკოვიდან ამ „ამხანაგების“ ნაკარნახევ წესრიგს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ დამპყრობლების მიერ დანგრეული ყოველი ობიექტი, ყოველი სახლი, ყოველი საწარმო“,- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ სარაკეტო თავდასხმების დროს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონში მდებარე მუნიციპალური საწარმო „ნიკოლაევვოდოკანალის“ სატუმბი სადგური დააზიანეს. დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა 30-ჯერ გაისროლეს ხერსონის მხარეს. დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ორი დაშავდა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)