|
2022-11-28 21:15:11, 1608 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - ოკუპანტებმა ნოვაია კახოვკადან საოკუპაციო ჯარების ყველა თანამშრომელი გაიყვანეს
ოკუპანტებმა ნოვაია კახოვკადან საოკუპაციო ჯარების ყველა თანამშრომელი გაიყვანეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქალაქი ყველა აქტიურმა თანამშრომელმა დატოვა. "ქალაქი ყველა აქტიურმა თანამშრომელმა დატოვა. საუბარია არა მხოლოდ საოკუპაციო ადმინისტრაციის თანამდებობების პირებზე, არამედ მათზეც, ვინც რუსებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ერთობლივ დარბევაში მონაწილეობდა, ასევე აშინებდა და აიძულებდა მოსახლეობას ეთანამშრომლა". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)