|
2022-11-28 17:14:09, 807 ნახვა
საზოგადოება
ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილზე - ვიზუალურადაც ისე მძიმედ გამოიყურება, რომ 2 კმ-შიც კი უჭირთ მიყვანა
ვიზუალურადაც ისე მძიმედ გამოიყურება, რომ 2 კმ-შიც კი უჭირთ მოყვანა, თუ გამოაჩენენ,საზოგადოება მიხვდება როგორ ფაშისტურ რეჟიმთან გვაქვს საქმე - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადებას. ხაბეიშვილის თქმით,საზოგადოების მობილიზება და ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაა საჭირო,იმისთვის,რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ მესამე ქვეყანაში გადაყვანა. "ვიზუალურადაც ისე მძიმედ გამოიყურება, რომ 2 კმ-შიც კი უჭირთ მოყვანა,თუ ეს ასე არ არის მათ შეეძლოთ მოეყვანათ,მაგრამ როგორცკი ვიზუალურად ანახებენ სააკაშვილს,საზოგადოება მიხვდება თუ როგორ ფაშისტურ რეჟიმთან გვაქვს საქმე,სხვა შემთხვევაში ამ ადამიანის აქ მოყვანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა და მოხერხდებოდა უპრობლემოდ,ამასთან ერთად ჩვენ ვხედავთ ევროპულ რეზოლუციებს,მათგან მოდის სიგნალები,რომ პრეზიდენტი სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს,მაგრამ ეს არ აინტერესებს ქართულ ოცნებას,ამიტომ მნიშვნელოვანია,რომ მოქალაქეები და ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდეს, რომ სააკაშვილი არ მოკვდეს ციხეში,იმიტომ რომ ეს არის ღირსების საკითხი,როცა ვსაუბრობთ ჩვენი ხელიდან უნდავ კლავდეთ პრეზიდენტს? კითხვის ნიშანი უნდა დავსვათ ?!,ჩვენ რომ ვსაუბრობთ,რომ ევროპული ოჯახის წევრები გვინდა ვიყოთ,არავინ მიგვიღებს პრეზიდენტს,რომ წამებით ვკლავთ.ამიტომ მე ვფიქრობ,რომ საზოგადოების მობილიზება და კონსესუსია საჭირო,რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა მესამე ქვეყანაში" - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)