15:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-27 16:11:02, 939 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია

ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია, - ასე აფასებს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას.

მისი თქმით, გაკეთებული განცხადების განზოგადება არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ საპატრიარქოს პოზიციაა.

"შეიძლება მან გადაამლაშა და ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია. მე ვერ გეტყვით, ეს მისი პირადი ინიციატივაა, მან თავის პოსტზე დადო ეს თუ ეს იყო საპატრიარქოს განცხადება, მგონი, ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება. ანდრია ჯაღმაიძეს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა შეუძლია, თავის თავს მისცეს უფლება, რომ თავისი აზრი გამოთქვას. ყოველთვის, ნებისმიერი სასულიერო პირის განცხადება, როგორც ეკლესიის პოზიცია ისე აღიქმებოდა, ახლა შეიცვალა ვითარება. მე ვფიქრობ, რომ მაგის განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს საპატრიარქოს პოზიციაა", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. დედათა მონასტრის მკვიდრი, დედა ანა მძიმე დაზიანებებით თავდაპირველად ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა შემდეგ მისი გადმოყვანა თბილისში გახდა საჭირო.

მომხადრს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების მხრიდან, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics