02:24 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-27 15:16:31, 825 ნახვა

პოლიტიკა
კირკიტაძე - „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, მხოლოდ სურვილი სოლიდურად არ გამოიყურება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილი აქვს სამუშაო ჯგუფს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, მხოლოდ სურვილის გამოხატვა სოლიდურად არ გამოიყურება და ელექტორალური ფასი ვის როგორი აქვს, თელავის მაჟორიტარული ოლქის შედეგებიშიც ჩანს. 

"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილი აქვს სამუშაო ჯგუფს და არ გამოიყურება სოლიდურად მხოლოდ სურვილების გამოხატვა. ისე ძალიანაც ნუ გაიგიჟებთ თავს კარგად გვახსოვს ვინ ვინ დააბრუნა ოფისში თორემ ელექტორალური ფასი ვის როგორი აქვს, იხილეთ თელავის მაჟორიტარული ოლქის შედეგები 2020 ში",- წერს კირკიტაძე.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 

ნიკა მელიას თქმით, კანდიდატების რაოდენობა კიდევ შემცირდება და საბოლოოდ, მხოლოდ ხაბეიშვილთან "იპაექრებს". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics