22:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-26 10:27:19, 1412 ნახვა

მსოფლიო
ანჯეი დუდა - პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა, ისინი უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდნტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. 

დუდას განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ უკრაინის მასირებული დაბომბვის შემდეგ, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა აფეთქდა.

„გამოძიება გრძელდება, ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულდა, ახლა მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. არანაირი ახალი დასკვნები არ ცვლის იმას, რასაც აქამდე ვამბობდი. ჩვენ ველოდებით ექსპერტების დასკვნებს და არ ვერევით პროცესში“,- განაცხადა დუდამ.

მისივე თქმით, აფეთქდა ორი რაკეტა, ერთი პოლონეთის, ხოლო მეორე უკრაინის ტერიტორიაზე.

„თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ორი რაკეტის შესახებ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა. მეორე რაკეტა 100 პროცენტით იყო, თუმცა არ ჩამოვარდნილა პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“,- დასძინა დუდამ.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics