16:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 17:33:12, 1240 ნახვა

სამართალი
„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

25 ნოემბრის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტი ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული  55 182 500 რუსული რუბლისა და 20 956 აშშ დოლარის (აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 2 414 123.93 ლარი  შეადგინა) ქვეყნის საზღვარზე, უკანონო შემოტანის 14 მცდელობის  ფაქტი აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული, რუსეთისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე  მოქალაქეების, ხელბარგისა და ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა იქნა აღმოჩენილი.

"საქართველოს საბაჟო  კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 11 სამართალდარღვევ მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრათ ჯარიმა, საერთო ჯამში 105 451, 77 ლარის ოდენობით, ხოლო 3 მოქალაქის მიმართ, ჩამორთმეული  საქონლის (თანხის) ოდენობამ 1 370 139. 02 ლარი შეადგინა.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics