20:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 23:35:06, 1826 ნახვა

ომი უკრაინაში
გონჩარენკო - სანამ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იქნებიან, მოლაპარაკება არ შედგება

სანამ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იქნებიან, მოლაპარაკება არ შედგება. - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი თავად აღიარებს, რომ ტერორისტია, რადგან ის, რასაც ისინი უკრაინაში აკეთებენ, ტეროროსტული აქტია.

"რუსეთი თავად აღიარებს, რომ ტერორისტია, რადგან ის, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში, ტეროროსტული აქტია. არანაირი მოლაპარაკება არ შედგება, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ. მათ ულტიმატუმს არ ვეთანხმებით. ჩვენი მოთხოვნაა, გაიყვანონ ჯარები უკრაინიდან. ჩვენ არ ვართ მზად, რომ რუსეთის ულტიმატუმებს დავთანხმდეთ. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე გავანაგურებთ". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics