|
2022-11-24 23:07:06, 941 ნახვა
ომი უკრაინაში
გონჩარენკო - უკრაინა აუცილებლად გახდება თავისუფალი ევროპის ნაწილი და სად იქნება საქართველო, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა
უკრაინა აუცილებლად გახდება თავისუფალი ევროპის ნაწილი და სად იქნება საქართველო, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ, "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს მკაფიო პოზიცია, რომ უკრაინას მხარს უჭერენ. "საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება, მმართველი ელიტის და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ომზე. ასევე იმ საკითხზე რომ 9-თვიანი ომის განმავლობაში საქართველომ ვერ გადაწყვიტა, რომელ მხარეს უნდა დადგეს. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გადაეწყვიტა, ეს თუმცა საქართველოს მთავრობამ ეს ვერ გადაწყვიტა. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)