|
2022-11-24 22:19:01, 1398 ნახვა
მსოფლიო
გაერო-მ საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელიც ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობის საკითხებს გამოიძიებს
გაერომ საგამოძიებო კომისია შექმნა ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობის საკითხებს გამოიძიებსთვის. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე თქმით,კანონპროექტს მხარი 25-მა წევრმა დაუჭირა. "გაერომ საგამოძიებო კომისია შექმნა ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობის საკითხებს გამოიძიებსთვის, მხარი 25-მა წევრმა დაუჭირა, 6 მის წინააღმდეგ წავიდა, ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენება უნდა დასრულდეს". - ნათქვამია განცხადებაში. ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც თეირანში მორალის პოლიციამ დააკავა ქურთი გოგონა მაჰსა ამინი. იგი ცემის შედეგად გარდაიცვალა. მიმდინარე დემონსტრაციები ირანის რეჟიმის ყველაზე დიდი გამოწვევაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. უფლებადამცველების ინფორმაციით, სულ მცირე 426 ადამიანი დაიღუპა და 17 400-ზე მეტი დააკავეს. ირანის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს საპროტესტო აქციების მედიით გაშუქებას, ისევე როგორც ინტერნეტთან წვდომას, რაც ართულებს არეულობის დეტალების დადასტურებას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)