|
2022-11-24 15:03:43, 1593 ნახვა
ომი უკრაინაში
„არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს“ - ევროკავშირი სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობს
ევროკავშირი, უკრაინაზე მოსკოვის თავდასხმის საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტს ამზადებს,- ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი მუშაობს იმისთვის, რომ რუსეთს „კიდევ უფრო მეტად დაუქვეითოს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების უნარი“. „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავარტყათ რუსეთს, ყველაზე მტკივნეულ ადგილას, რათა კიდევ უფრო მეტად დავაქვეითოთ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების უნარი. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მეცხრე პაკეტზე“,- განაცხადა ლაიენმა. მისივე თქმით, მალე შესაძლებელი იქნება რუსული ნავთობის ფასების გლობალური ლიმიტის დამტკიცება G7-თან და სხვა მსხვილ პარტნიორებთან. “ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს და მის უკანონო და ბარბაროსულ ომს”,- დასძინა ლაიენმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტის წევრებმა სტრასბურგში პლენარულ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს. რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)