|
2022-11-24 09:48:06, 1237 ნახვა
მსოფლიო
რაფაელ გროსი - უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად იღბლის იმედად ყოფნა არ შეიძლება
ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად იღბლის იმედად ყოფნა არ შეიძლება,- ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა. მისი თქმით, ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა აუცილებელია და ამ საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება. „ეს არის აქტიური საბრძოლო ზონა, ამიტომ შეთანხმებული პარამეტრების მიღწევა არც ისე ადვილია”,- განაცხადა გროსიმ. მისივე თქმით, მან შეხვედრები გამართა როგორც თურქეთში რუსეთის დელეგაციასთან, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან. „ორივესთან მაქვს კონსულტაციები. არ დავეთანხმები შეფასებას, რომ პროგრესს არ ვაღწევთ, ვფიქრობ, გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცაზე, რაც ძალიან რთულია. ეს არის ომი. ეს არის ნამდვილი ომი და დაცვის ზონა, რომელსაც მე ვთავაზობ, არის ზუსტად ფრონტის ხაზზე. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად იღბლის იმედად ყოფნის გაგრძელება არ შეიძლება”,- დასძინა გროსიმ. შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბეს. რუსები და უკრაინელები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამასთან, გუშინ კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქის თავზე 31 რაკეტა გაისროლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)